|
2018-05-31 22:17:11, 1183 ნახვა
საზოგადოება
„სისტემამ ომი გამოგვიცხადა” - აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ
„ძირს კვირიკაშვილის მთავრობა, იმიტომ რომ ისინი მფარველობენ სისტემას“, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. სარალიძის თქმით, მთავრობა მისი შვილის მკვლელს არ სჯის. „სისტემამ ომი გამოგვიცხადა ხალხო, ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, ვინც ამის უკან დგას, კვირიკაშვილის მთავრობას, ძირს კვირიკაშვილის მთავრობას, იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს... გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, - განაცხადა სარალიძემ. ამასთან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას გეგმავენ. დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ულფებადამცველმა ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში პარლამენტთან კარვები მიიტანონ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის დაპატიმრებაა. ისინი რამდენიმე პირის გადადგომას ითხოვენ, მათ შორის მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის. ამასთან, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და მან პასუხი უნდა აგოს. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. რუსთაველის გამზირი ხალხმრავლობის გამო სრულად გადაიკეტა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმის ავტობუსები დგას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)