|
2018-05-31 18:25:14, 1285 ნახვა
სამართალი
სასამართლოსთან დაკავებული პირები გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ოთხი პირი სამართლდამცავებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთ სამინისტროდან აცნობეს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზედიზედ მეორე თვეა, რუსეთმა უკრაინის ფრონტზე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა ოდესაში ზედიზედ მეორე ღამეს საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, ჩვიდმეტი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)