|
2018-05-31 16:03:19, 1003 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ყიფიანის ქუჩაზე ვითარებას გაეცნო
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა. მერიის ინფორმაციით, ილია ელოშვილი ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა. მერის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია. თბილისის მთავრობა კი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „მოხდა ქანების ჩამოშლა. გავესაუბრეთ მოსახლეობას. ყველა ღონისძიება იქნება გატარებული, რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. შეჩერებულია სამუშაოები, მოხდება გამოკვლევა როგორც დოკუმენტაციის, ასევე, კონკრეტულად ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზების და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილება, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ სამომავლოდ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, სამშენებლო კომპანიას დამატებითი დასკვნების წარმოდგენა დაევალა. „მშენებლობა გაჩერებულია. ჩვენ მოვითხოვთ დამატებით დასკვნებს. მოხდება კიდევ ერთხელ გადამოწმება და შესწავლა უკვე არსებული დოკუმენტაციისა და დამატებითი დასკვნების წარმოდგენა. როგორც ჩვენ ერთხელ უკვე დავავალეთ ერთ-ერთ მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება, ასევე დაევალებათ მეორე და მესამე მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება. კონსტრუქტორებთან, გეოლოგებთან ერთად ამ ყველაფერს გავივლით, იქნება დასკვნები და მას შემდეგ გვექნება პასუხი ამ მშენებლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა. მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათთან დამატებით შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გამართავს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)