|
2018-05-31 15:58:56, 980 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის N133 ა-ში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
თბილისის მერიამ ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირ N133 ა - ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა. აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 31 მაისს მიიღო. მიმდინარე წელს, ხუთი თვის განმავლობაში, ისნის რაიონში ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის ბინების დაკანონება უკვე რამდენიმე მისამართზე მოხდა, მათ შორის ყვარლის ქუჩაზე, ყვარლის შესახვევსა და უშაკოვის ქუჩაზე, ე. წ. „ფინურ“ კოტეჯში 51 ოჯახისთვის, რომლებიც აღნიშნულ მისამართებზე 50 წელია ცხოვრობენ. ასევე, მაისში სამგორის ქუჩა N16 - ში მცხოვრებ 18 შეჭირვებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ისნის რაიონში 2018 წელს საცხოვრებელი ფართები ჯამში 76 ოჯახს გადაეცა. ისნის რაიონში, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)