|
2018-05-31 15:02:07, 1257 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო
ხორავას ქიჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს, მთავარი პროკურორის შეთავაზებას დათანხმდა. იგი შეხვედრაზე თავის ადვოკტთან და რამდენიმე პირთან ერთად, პროკურატურის შესასვლელთან იმყოფება და საშვის დაშვებას ელოდება, რათა შენობაში შევიდეს და მთავარ პროკურორს შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მას იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)