|
2018-05-31 14:46:13, 1058 ნახვა
სამართალი
შოთაძე: განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმდებით - გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება
„გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა. სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების გაუზიარებლობა ჩვენთვის არის გაუგებარი და მიუღებელი“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შეოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრუწლოვანი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგისას განაცხადა. „ჩვენთვის როგორც ბრალდების მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი. ორი ბრალდებული. ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწოვნის მიმართ ჩადენილ მკვლელობაში, ხოლო მეორე ბრალდებული გამტყუნდა არასრულწოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ მაინც ამ განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით და არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარი. გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე რა თქმა უნდა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. მიუხედავად ამისა ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ წარადგინა სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა და სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების გაუზიარებლობა ჩვენთვის არის გაუგებარი და მიუღებელი. ამას ჩვენ აუცილებლად დავასაბუთებთ ჩვენს სააპელაციო საჩივარში.“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)