|
2018-05-31 13:47:27, 891 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიულ გეგმასაც და ხაზი გაესვა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. „აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიებს აქვს დიდი რესურსი, მთავრობას დაუჭირონ მხარი. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის, მათ შორის, ცნობადობის ამაღლების კუთხით, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესები, ასევე განვითარების მიზნები. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან იმ გეგმებზეც იმსჯელეს, რომელიც სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების კუთხით აქვს. „მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რა კუთხით სჭირდება სამინისტროს მხარდაჭერა და როგორ შეგვიძლია ჩვენ, კერძო სექტორს თანამშრომლობა მთავრობასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ვითარდება, თუმცა განვითარების კუთხით საჭიროა ორივე მხრიდან კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოუგილმა. გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)