|
2018-05-31 13:44:24, 1605 ნახვა
ეკონომიკა
CbondS-მა „გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
Cbonds-მა, რომელიც ფინანსურ მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების ერთერთ წამყვან საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენს, „გალტ&თაგარტი“ საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეხუთედ დაასახელა. კომპანია „გალტ & თაგარტი“ სააგენტოს მიერ წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად პირველად 2014 წელს იქნა აღიარებული. წელს უკვე მეხუთედ, გალტ&თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დასახელდა: მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის, სრული საინვესტიციო და კორპორატიულ ფინანსური მომსახურების მიწოდება, კონკურენტუნარიანი ტარიფები, ადგილობრივი და გლობალური წილებისა და ევროობლიგაციების გარიგებების სწრაფი შესრულება. ასევე, ოპერაციების მაღალი ხარისხით განცხორციელება თითქმის ყველა მსხვილ საფონდო ბირჟაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი ტიპის ჯილდოები, რომელსაც „გალტ&თაგარტი“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან იღებს, კომპანიის მიღწევების კიდევ ერთი დადასტურებაა, რაც საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში "გალტ ენდ თაგარტის" წამყვან როლს უსვამს ხაზს. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის თოთოეული წევრის დამსახურებაა და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მსგავსი აღიარებები კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვიყოთ წამყვან პოზიციებზე კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით“,- განაცხადა ”გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ ინფორმაციისთვის: Cbonds არის ფინანსური ბაზრების მონაცემთა ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ძირითადად ოპერირებს სნგ-ს ბალტიისპირეთის და ამიერკავკასიის ქვეყნებში. Cbonds-ის ჯგუფის საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: საინფორმაციო ვებ პლატფორმების განვითარება (cbonds.info, investfunds.ru, preqveca.ru), სადაც თავმოყრილია ინფორმაცია წამყვანი ობლიგაციების ემიტენტების ძირითადი მაჩვენებლების და რეიტინგების შესახებ, საინვესტიციო ბანკების და ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ; საერთაშორისო ფინანსური კონფერენციების ჩატარება, მრგვალი მაგიდები და გამოფენების ორგანიზება; საგამომცემლო საქმიანობა (ჟურნალ Cbonds Review და წლიური საცნობარო წიგნები).
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)