|
2018-05-31 13:08:50, 1281 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე
„სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სწორედ სარალიძის მკვლელობა ედებოდა, თუმცა ამ ნაწილში ის გამართლდა. „ გამოძიებით დაუდგენელიავინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ეს იყვნენ მთავარი მოწმეები თუ სხვები. გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები არიან გარეთ“, - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სცნო დამნაშავედ. ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში ჩართული გამომძიებლების და პროკურორის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს. „ფაქტობრივად დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან. ახლა უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ რა ღონისძიებებს გაატარებს იმ გამომძიებლების და პროკურორების მიმართ, რომლებმაც გააყალბეს მტკიცბულებები და დამალეს ნამდვილი დამნაშავეები“, - აღნიშნა ადვოკატმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)