17:25 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 12:47:01, 1144 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი - ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს ხმაური იყო. 

ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, ის სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება. სარალიძემ აღნიშნა, რომ მას სისტემა დაუპირისპირდა. 

"შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა და ამ სისტემას ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავანგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics