|
2018-05-31 12:38:56, 1332 ნახვა
სამართალი
დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი: ფაქტობრივად, დავით სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ მეორე მოკლულის, დავით სარალიძის ნაწილში კითიხვის ნიშნები არსებობს. ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის. „ჩვენ ლევანის ნაწილში, როგორც ველოდით დადგა გამამტყუვნებელი განაჩენი იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რაც შეეხება დათოს ნაწილში, ამ ნაწილში არის კითხვები. დათოს ნაწილში გაგვიჩნდა პროტესტის განცდა. ფაქტიურად დათოს მკვლელი დადგენილი არ არის“, - განაცხადა ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა., თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)