|
2018-05-31 11:06:59, 1281 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ შესაბამის სამსახურებს ყოფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტის უმოკლეს ვადაში შესწავლა დაავალა
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა და შესაბამის სამსახურებს საკითხის უმოკლეს ვადაში მოკვლევა დაავალა. „თქვენ იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო შენდება, ჩამოიშალა კლდე. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს და ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს. შეისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა, როგორ წარიმართა სამუშაოები და დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, დღეს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე კომპანია "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი" სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)