|
2018-05-30 15:40:18, 1790 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ამავე დროს, ეკონომიკური ზრდა შეეხოს თოთოეულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს
ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აპრილში მშპ-ისრეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა და ეს ძალიან კარგი შედეგია. „მინდა აღვნიშნო, რომ პოზიტიური იყო პირველი კვარტლის მონაცემებიც. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დარჩენილი პერიოდი, 2018 წლისბოლომდე, გაგრძელდება მსგავსი ტრენდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისხელშეწყობაზე. მინდა გავიმეორო ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომგვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია თვითონ ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომ ის დოვლათი, რომელიციქმნება ქვეყანაში, თანაბრად გადანაწილდეს ყველა მოქალაქეზე და მივიღოთ საქართველოში ინკლუზიური ტიპის ეკონომიკური ზრდა. ისეთი ზრდა, რომელიცშეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)