|
2018-05-30 13:03:47, 1427 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: რეფორმები ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მშპ-ს პოტენციური დონის ზრდას ხელს უწყობს
„მაჩვენებლები, რომელიც დღეს „საქსტატმა" გამოაქვეყნა, არის იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების შედეგი, რომლებსაც პოზიტიური გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდაზე და დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე" - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მისივე შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას. „რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შემოღების შესახებ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნული მექანიზმის სქემაზე და გარწმუნებთ, რომ ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება", -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „საქსტატმა" დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც, წინასწარი შეფასებით, აპრილის თვეში 6.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2018 წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)