|
2018-05-30 11:13:08, 1101 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო, სატყეო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს
ეროვნული სატყეო სააგენტო, გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სატყეო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ახალციხის, კაჭრეთისა და წინამძღვრიანთკარის პროფესიულ სასწავლებლებში, მიმდინარე წელს განახლებული პროგრამით დაიწყო სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სწავლება, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი შეხვდა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე იმ მიმართულებებზეც იმსჯელეს, სადაც სატყეო სააგენტოს ჩართულობა კიდევ უფრო დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელებას. პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოხდა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სტანდარტისა და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით. განხორციელდა კოლეჯების ტექნიკური მხარდაჭერა და აღჭურვა იმ საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია ამ პროფესიის ეფექტური სწავლებისათვის. გადამზადნენ მასწავლებლები, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. სასწავლო დაწესებულებებსა და სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთერთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც ხელს შეუწყობს მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)