|
2018-05-29 12:54:59, 1570 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის მომხმარებელს ხარჯებთან დაკავშირებული საკითხის დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია
მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმაზე https://support.beeline.ge, „ხარვეზებისა და რეკომენდაციების“ ბლოკში ახალი ფუნქციონალის დამატების შესახებ განაცხადა. შედეგად, მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე დააფიქსიროს ნებისმიერი მომსახურებისთვის თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებული კითხვა, რომლის დაფიქსირების შემდეგაც მიიღებს შეტყობინებას საკითხის გადაჭრის სტატუსთან დაკავშირებით. ბილაინი დიდ ყურადრებას აქცევს იმას, რომ მის მომხმარებელს ყოველთვის ქონდეს შესაძლებლობა მარტივად აკონტროლოს მობილური კომუნიკაციისთვის გაწეული ხარჯები და დეტალურად ნახოს თანხების ჩამოჭრა. გაწეული ხარჯების დეტალებში ხილვა, ბილაინის მომხმარებელს რამდენიმე გზით შეუძლია, მათ შორის MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით და ბილაინის ვებგვერდზე „პირად კაბინეტში“ რეგისტრაციით. ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი პლატფორმაზე გაწევრიანებული ბილაინის სხვა მომხმარებლებისგან. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია: ინტერნეტპარამეტრების გაწერისთვის საჭირო მონაცემები, სხვადასხვა მომსახურების გასააქტიურებელი კომბინაციები და დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირების მარტივი ფორმა. პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ: https://support.beeline.ge
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)