05:39 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 10:21:08, 1963 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტები აღმასრულებლის საქმიანობას გაეცნენ

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აღმასრულებლის პრაქტიკულ საქმიანობას გაეცნენ.

მომავალმა იურისტებმა  აღმასრულებლებისგან მიიღეს ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების პროცედურების;  სააღსრულებო სისტემის; სამართლებრივ სტატუსებისა და კომპეტენციის; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებისა და მათ სამართლებრივ მდგომარეობის; აღსრულების დაწყების სამართლებრივი საფუძვლების; აღსრულების ეტაპების; აღსრულების შედეგების შესახებ.

სტუდენტებმა განიხილეს პრაქტიკაში განხორციელებული საქმეები და კაზუსები. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები. მათ შორის, საუბარი შეეხო ალიმენტის, ჯარიმისა და გართულებული საქმეების კატეგორიებს.

პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები: გელა გელაშვილი, ეკატერინე მარხვაშვილი და ქეთევან მამადაშვილი უძღვებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics