|
2018-05-28 17:46:42, 1820 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზამ“ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს რკინიგზამ“ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით ,,საქართველო და სამხრეთ კავკასია - პერსპექტიული სატრანზიტო არეალი“ - ბიზნეს დელეგაციის კითხვებს კომპანიის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, გურამ გურამიშვილი პასუხობდა. დისკუსიის მიმდინარეობისას, ახალი საერთაშორისო მარშრუტების გათვალისწინებით, კორიდორის მზაობა და განვითარების საკითხები განიხილეს. ეკონომიკური ფორუმი მიზნად ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნასა და საქმიან წევრებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს. ფორუმი, რომელიც საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გახსნეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. მას ათი ქვეყნის 300-მდე მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)