|
2018-05-28 17:02:16, 1697 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი თავიდან გამოაცხადა
დედაქალაქის მერიამ საზოგადოებრივი ავტობუსების სახელწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქი ეტაპობრივად 100, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს. მერიის მოთხოვნით, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული. ამასთან, ტრანპორტი ერთი მარკისა და მოდელის უნდა იყოს. ავტობუსების გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი უნდა ჰქონდეს და მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. ავტობუსი შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით უნდა იყოს აღჭურვილი. თენდერის მიხედვით, ავტობუსის კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს ინტეგრირებული გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგი. დედაქალაქის მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ახალ ავტობუსებში 45 მილიონ ლარს გადაუხდის. ცნობისთვის, 3 წლის განმავლობაში თბილისის თვითმმართველობა სულ 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ავტობუსების შესყიდვაზე პირველად ტენდერი 8 მაისს გამოცხადდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)