|
2018-05-28 14:12:52, 1469 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ტურიზმმა შარშან ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა
„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის, პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ ვითვლით 180 ათასამდე სამუშაო ადგილს. შარშან ტურიზმმა ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა“, - ამის შესახევ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ტურიზმის სექტორში მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა და მას ყველა იმ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო, რომლებიც საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას უწყობენ ხელს. მათ გააკეთეს პრეზენტაციები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წინაშე. ასევე განხილული იყო ყველა ის პროექტი, რომლებიც დონორთა დახმარებით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ხორციელდება. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ დონორ ორგანიზაციებს გავაცნოთ ის საჭიროებები და პროექტები, რომელიც ტურიზმის სექტორში გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული საჭიროებები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნიკური დახმარების მიმართულებით. შეხვედრის მთავარი ამოცანაა, დონორებს გავაცნოთ ჩვენი საჭიროებები, ასევე მოვისმინოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც დონორ ორგანიზაციებს გააჩნიათ და სურვილები ტურიზმის სექტორში დახმარების მიმართულებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას ასევე დაესწრნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკის (KfW), მსოფლიო ბანკის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აგრეთვე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, კავკასიის ბუნების ფონდის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)