|
2018-05-28 10:59:53, 1316 ნახვა
სამართალი
სასამართლოში ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება. დაცვის მხარის ინფორმაციით, დღეს მოზარდი სასამართლო დარბაზში დეტალურად ისაუბრებს როგორ და რა ვითარებაში მოკლეს არასრულწლოვნები და რა ხდებოდა მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე. ასევე, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვას. „სხდომაზე დაიკითხება ბრალდებული, რომელიც ისაუბრებს მომხდართან დაკავშირებით, ის ისაუბრებს იმ დეტალებთან დაკავშირებით, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა შემთხვევის ადგილზე. შესაძლებელია მოვისმინოთ ბრალდების დასკვნით სიტყვა. იმდენად გაბათილდა ბრალდების მხარის არგუმენტები, იმდენად უსუსურია ბრალდების მხარის პოზიცია, დაცვის მხარე სრულად დავადასტურებთ პოზიციას და მე მჯერა, რომ სასამართლო თუ სწორად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ გაიზიარებს ბრალდების მხარის უსაფუძვლო პოზიციას,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)