|
2018-05-28 10:42:29, 1719 ნახვა
სამართალი
ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო
ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. საქართველოს მთავარი პროკურორის მოდაგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პროკურორების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. „პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურეობრივი შემოწმება. ეს შემოწმება ახალი დაწყებულია, ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პროკურორების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ეს სამსახურეობრივი შემოწმების შესახებ ინფორმაციაა და მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას. რაც შეეხება ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას ის წინააღმდეგობაში არის სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია და გამოძიების მიერ არის დადგენილი. დაველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას იგი რამდენიმე დღეში დასრულდება და ვნახოთ რა შეფასებას მისცემს სასამართლო“,- განაცხადა გაბიტაშვილმა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ორი დღის წინ პროცესზე მოხდა. უწყებამ საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა პროკურორის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ განაცხადა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)