|
2018-05-26 19:07:55, 2179 ნახვა
საზოგადოება
საბჭოთა იმპერიალიზმის სიმბოლო თავისუფლების მონუმენტად გადაიქცევა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თავზე ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა საქართველოს თავისუფლების და მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცევა - თიბისი შენობის მოხატვას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის დეტალებით იწყებს. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ეგრედწოდებული „ზაკვოს“ შენობა ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის საბჭოთა ძალების მთავარი სამხედრო შტაბი იყო, 1993 წლიდან კი - რუსული სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა. ახლა ეს შენობა ცარიელია, თუმცა მისი სახელი დღემდე მაინც თავისუფლებადაკარგულ საქართველოს უკავშირდება. სახელმწიფო გერბი, რომლის ფრაგმენტებითაც „ზაკვო“ მოიხატება, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შექმნა მხატვარმა იოსებ შარლემანმა, რომელმაც გაიმარჯვა ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებულ „ქართველოს სახელმწიფო ღერბის“ შექმნის კონკურსში. შარლემანის „თეთრი გიორგი“, ერთი მხრივ წმინდა გიორგის ჰგავს, თუმცა მეორე მხრივ, არ აქვს შარავანდენი და არც გველეშაპს კლავს. მზის, მთვარის და ვარსკვლავების შუქით განათებულ მხედარს შუბი წინ, ჰორიზონტალურად აქვს მიმართული, რაც უკვე მოპოვებულ გამარჯვებას და მის თანმდევ მშვიდობას გამოხატავს. მხედარი არავის კლავს, ის დაუღალავად მიდის წინ. „ცხენზე კოხტად შემომჯდარმა და ცის სივრცეში თავისუფლად, მარდად მფრინავი,“ - ასე აღწერს მხედარს ნოე ჟორდანია. გერბის შექმნიდან 100 წლის თავზე ყოფილი საბჭოთა შტაბის ფასადი სწორედ ამ გამარჯვების სიმბოლოს დეტალებით სრულად დაიფარება.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)