|
2018-05-26 18:35:14, 1102 ნახვა
საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, იუსტიციის სახლის ინსტალაცია რუსთაველის გამზირზე განთავსდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის სახლის ინსტალაცია რუსთაველის გამზირზე განთავსდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, საშუალება ექნებათ 26 მაისის თაღი დაათვალიერონ და საკუთარი თვალით ნახონ, როგორ იცვლებოდა ქართული პასპორტი 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტიდან თანამედროვე ბიომეტრიულ პასპორტამდე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევს. 26 მაისის თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად. ინსტალაციაზე დატანილია ინფორმაცია ყველა სამგზავრო დოკუმენტის შესახებ, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები 1918 წლიდან დღემდე სარგებლობდნენ. სხვადასხვა დროს მოქმედი 6 განსხვავებული სამგზავრო დოკუმენტი მნიშვნელოვნად გამოირჩევა ერთმანეთისაგან და საქართველოს, როგორც ევროპისაკენ მიმავალი ქვეყნის, ტრანსფორმაციას ასახავს. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტი ქართულ- და ფრანგულენოვანია. მის ყდაზე საქართველოს გერბია გამოსახული. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საქართველოში სხვადასხვა დროს ორი სხვადასხვა პასპორტი მოქმედებდა. 1954 წლიდან ე.წ. ОФ სერიის პასპორტი გაიცემოდა; 1975 წლის 1 ივლისიდან კი, ის საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანმა პასპორტმა შეცვალა, რომლის აღება ყველასთვის სავალდებულო იყო. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პასპორტი 1994 წლის 4 აგვისტოს დამტკიცდა და პირველად ამავე წლის 22 ნოემბერს გაიცა. მის ყდაზე ბორჯღალია დატანილი. 2005 წლის 16 აპრილიდან დამტკიცდა 32-გვერდიანი პასპორტი, რომელზეც საქართველოს გერბია გამოსახული. 2006 წლის 13 ივნისიდან 32-გვერდიან პასპორტთან ერთად შესაძლებელი გახდა 48-გვერდიანი პასპორტის აღება. ყველაზე დაცული სამგზავრო დოკუმენტი − თანამედროვე პასპორტი − 2010 წლის 15 აპრილიდან გაიცემა. მის მფლობელებს 2017 წლიდან საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობა შეუძლიათ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ინსტალაცია კვლავ თბილისის იუსტიციის სახლთან განთავსდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)