|
2018-05-26 13:26:50, 1526 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: დღევანდელი ერთობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას
„დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ ას წელს გავივლით ისევე იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც სტრატეგიულ მიზნამდე - ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს. „დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან, იმისთვის რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები როგორიც დღეს არის, საქართველოში არ ყოფილა აქამდე და დარწმუნებული ვარ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც სტრატეგიულ მიზნამდე, ჩვენს ნატოსა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს. საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ ას წელს გავივლით ისევე იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. მიზანი ნათელია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობამ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები მათი მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ჩვენ წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის. დღევანდელი მდგრადობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)