|
2018-05-25 21:28:05, 2109 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძის და მთავარი პროკურორის შეხვედრა ჩაიშალა
ზაზა სარალიძის შეხვედრა პროკურატურაში ჩაიშალა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრას არასამთავრობოების, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელების თანდასწრებით ითხოვდა, რაზეც პროკურატურის წარმომადგენელმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მთავარი პროკურორი სარალიძეს მხოლოდ პირისპირ შეხვდებოდა. როგორც მხარეებს პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მაგდა კაპანაძემ განუმარტა, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს, გარე პირებს აღნიშნული შინაარსის განხილვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამ ფაქტს უწყებაში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ზაზა სარალიძის თქმით, მის კითხვებს არც სასამართლოში და არც პროკურატურაში არ პასუხობენ. „რომელ საქმის პროკურორთან, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს მე იქ პროკურატურაში, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს მე და მითვალთვალებენ მე, იმ პროკურორებს ვესაუბრო? იმ პროკურორებს ვესაუბრო, რომელიც მაფურთხებენ სახეში და მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი რომელიღაც პარტიას მივყიდე?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ზაზა სარალიძის შეფასებით, ირაკლი შოთაძეს შეეშინდა იმ კითხვებზე პასუხების გაცემის, რომელიც საქმეში არსებობს. მაგდა კაპანაძს თქმით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის დროს ხორავას ქუჩის საქმის კონკრეტულ დეტალებზე უნდა ესაუბრათ და ზაზა სარალიძესთან ერთად მყოფ პირებს არ აქვთ უფლება, რომ ფლობდნენ ამ ინფორმაციას. „ვინაიდან ეს ფორმატი ითვალისწინებდა ბატონ ირაკლისთან და პროკურორთა ჯგუფთან შეხვედრის დროს კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტულ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარს და კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ჰქონდა ბატონ ზაზას, ბუნებრივია, ამ მოთხოვნის გათვალისწინებით შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ორდერი და შესაბამისად, არ ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ და იცოდნენ კონკრეტული დეტალები საქმის შესახებ", - განაცხადა მაგდა კაპანაძემ.
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)