|
2018-05-25 16:58:31, 1617 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიან თამაშის წესები მკვიდრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალსაკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს. „პირველი - ვერცერთი გამსესხებელი დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონებას ვეღარ მოითხოვს, მეორე - ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს,ეკრძალებათ უძრავი და მოძრავი ქონების დალომბარდება; 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა. მცირდება ჯარიმების ოდენობა და ყველა ფინანსურ ინსტიტუტს თუ კერძო გამსესხებელს, აეკრძალება ჯარიმის დაკისრება სესხის მთლიან თანხაზე. ახალი,სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდებასაბანკო სექტორზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საკრედიტო კავშირებზე, ლომბარდებსა და კერძო გამსესხებელზე, ე.წმევახშეებზე. ვისაც სურს გააგრძელოს სალომბარდე საქმიანობა, ექნებათ ვალდებულება, გონივრულ ვადაში უზრუნველყონ ერთიან ერთიანი კომპიუტერული სისტემის შექმნა, სადაც ასახული იქნება ყველა ე.წ დალომბარდებული ნივთი, იმ მიზნით, რომ გამოვრიცხოთ კრიმინალური შემთხვევების ალბათობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საკითხის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 29 მაისს, გაკეთდება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ პრინციპებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)