|
2018-05-25 13:32:28, 1812 ნახვა
ეკონომიკა
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი: საქართველო წამყვანი ქვეყანაა რეგონში ენერგოსისტემის კუთხით
თბილისში დღეს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. სამიტში ქართული მხარის გარდა მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია, რომელიც განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარების საკითხებს. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა ენერგეტიკის სექტორში საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის როლზე ისაუბრა: „თბილისი ის ერთადერთი ადგილია, სადაც ამგვარი სამიტი შეიძლება ჩატარებულიყო რეგიონის ყველა ქვეყნის მონაწილეობით, საქართველო წამყვანი ქვეყანაა რეგიონში ენერგოსისტემის რეფორმირების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდა ენერგოსაზოგადოების წევრი და ინტენსიურად ახორციელებს რეფორმებს ენერგეტიკის სექტორში და, რიგ შემთხვევებში, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები მეზობელ ქვეყნებსაც უბიძგებს შესაბამისი რეფორმების გატარებისკენ“. იანეშ კოპაჩის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მთავრობა გეგმავს რეფორმებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სექტორში. „რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება სხვა ფაქტორებთან ერთად საქართველოს ამ მიმართულებით წინსვლითაა განპირობებული. მათ ძალიან აინტერესებთ, თუ რა ხდება საქართველოში. თურქეთის ენერგეტიკის სექტორმა უკვე გაიარა ძალიან მასშტაბური რეფორმები და მათ აქვთ სურვილი, მომავალში უფრო ახლო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოსთან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სომხეთზე, ასევე საუბარია ირანისა და რუსეთის ენერგოსისტემების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ყველა ეს საკითხი უამრავ ელფერს სძენს დღევანდელ დისკუსიას რეგიონული თანამშრომლობის შესახებ“. მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია ორგანიზებულია „ევროკავშირი ენერგეტიკული მმართველობისათვის“(EU4Energy) პროექტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)