|
2018-05-25 10:13:50, 1131 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე იტალიური ხელოვნების გამოფენის გახსნას დაესწრო
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. დედაქალაქის მერმა გამოფენა საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკე ბარტოლისთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ გამოფენის ორგანიზატორებსა და იტალიის საელჩოს მსოფლიო შედევრების თბილისში გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა. გამოფენა პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია ტიციანის „ღვთისმშობელი ყრმით“ და რენესანსის დიდოსტატები - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევარი. ნამუშევრების ავტორებს შორის ასევე, არიან რენესანსის პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. გალერეაში წარმოდგენილია თანამედროვე იტალიური ხელოვნების - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის გამოფენაც, რომელიც 18 იტალიელი მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს. აღნიშნული პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია. ინიციატივის მხარდამჭერები არიან იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პროგრამა VivereALL’Italiana, ხოლო ქართული მხრიდან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. იტალიური ხელოვნების გამოფენა ეროვნულ გალერეაში 26 აგვისტომდე გაგრძელდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)