|
2018-05-24 19:21:50, 1567 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შტაინმაიერის მისალოცი წერილი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო: "თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ჩემი თანამემამულეების სახელით და პირადად მე გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს. წელს ეს დღესასწაული თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ, წელს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან. გერმანია და საქართველო ძალიან დიდი ხანია მეგობრულად და მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რაშიც ასევე წვლილი მიუძღვით გერმანელ ემიგრანტებს, რომლებიც 200 წლის წინ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ მოღვაწეობას ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროებში. ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს საქართველოს წარდგენა საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ისევე როგორც ეს მოხდა გერმანია-საქართველოს წლის ფარგლებში 2017 წელს. მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ ცვალებადი ისტორია გაიარა. მოხარული ვარ, რომ თქვენმა ქვეყანამ გასულ წლებში წარმატებით გააგრძელა პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციისა და ევროპასთან დაახლოების გზა. გერმანია მომავალშიც დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში. პირადად თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას, საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას, თავისუფლებას, ერთიანობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის წერილში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)