|
2018-05-24 14:57:03, 1737 ნახვა
სამართალი
მთავარი პროკურორი ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შეხვდეს და მის ყველა კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს. შოთაძემ ხორავაზე მოკლული მოზარდების ოჯახებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქმეზე პროკურატურამ განახორციელა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც შესაძლებელი იყო. „პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდში ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. ვუსამძიმრებთ დადუნაშვილების და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლებოდა ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მე პირადად მზად ვარ, შევხვდე ბატონ სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე მას პასუხი. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ხუთი პირის მიმართ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რაზეც საზოგადოებას ეცნობა და მიეწოდა დეტალური ინფორმაცია. ასევე ამ ფაქტზე ინფორმირებულები არიან დაზარალებული გამოძიების შედეგების და მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)