|
2018-05-24 14:33:26, 1265 ნახვა
სამართალი
საია მიიჩნევს, რომ ლგბტ აქტივისტის უსაფრთხოებას, რომელსაც 17 მაისის აქციაზე სცემეს, საფრთხე ემუქრება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მას შემდეგ რაც ლგბტ აქტივისტ ნიკა გორგილაძეს კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მის უსაფრთხოებას რეალური საფრთხე ემუქრება. საია-ს ინფორმაციით, ნიკა გორგილაძე მუდმივად იღებს მუქარის შემცველ გზავნილებს სოციალური ქსელის მეშვეობით. „ნიკა გორგილაძე მუდმივად იღებს მუქარის შემცველ გზავნილებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე ნიკას განცხადებით იგი ყოველდღიურად ხდება აგრესიის და შეურაცხყოფის მსხვერპლი ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ძალადობასა და მუქარას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ ნიკას ყოველდღიური ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშაა. ის მუდმივად განიცდის დაუცველობის შეგრძნებასა და შიშს. ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საიამ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ითხოვა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების განხორციელება, ხოლო ნიკას მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება“,- ნათქვამია საიას მიერ გავცელებულ განცხადებაში. საია მიიჩნევს , რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა ნებისმიერი ნიშნისა. შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას, მოქალაქემ, ლგბტ აქტივისტ ნიკა გორგილაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაქცევა სცადა. იგი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)