21:04 - 01 Nov, 2026
|
2018-05-24 10:55:16, 1356 ნახვა
სამართალი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. სოფელ ცხრამუხაში, ერთი ერთეული ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზე, 3 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 6 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. სახერხი დანადგარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის სამართალდამცავ უწყებას გადაეგზავნა.
(NS)
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)