|
2018-05-23 19:15:12, 1535 ნახვა
სამართალი
ადვოკატი როდნი დიქსონი: რუსეთის მხრიდან მტკიცება, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა, სამარცხვინოა
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა, სამარცხვინოა“, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა როდნი დიქსონმა სტრასბურგში, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის კონტრარგუმენტების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილბა საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული. „ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარვუდგინეთ. რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოდან გასულია, მაგრამ მტკიცებულება საპირისპიროა. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, აკონტროლებს მას და ავლებს მავთულხლართებს. ასეთ ინსტიტუტში იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა, სამარცხვინოა,“- განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, როდნი დიქსონმა. შეგახსენებთ, აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). რუსეთ-საქართველოს ომის საქმის არსებით მხარეზე წერილობითი პოზიციები და შესაბამისი მტკიცებულებები საქართველომ პირველად წარადგინა 2014 წლის 31 დეკემბერს, ამის შემდეგ დამატებით − 2016 წლის 19 თებერვალს და 31 მარტს, 2017 წლის 31 იანვარსა და 24 ნოემბერს. სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, 2009 წლის 6 თებერვალს კი, საქართველომ წარადგინა დაზუსტებული საჩივარი; სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო, არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე.
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)