|
2018-05-23 10:37:55, 1675 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხი დააყენა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში ამერიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის საკითხი დააყენა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ სატრანსპორტო დერეფნებზე (ტრასეკა; ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, იგივე შუა დერეფანი; ლაპის ლაზური; სპარსეთის ყურე - შავი ზღვა და სხვ.), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევა, რომელიც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკული კომპანიების - „კონტი ჯგუფისა" და მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი კომპანიის „SSA Marine"-ის მონაწილეობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გლობალურ პროექტში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს გავლით აზიიდან ევროკავშირის მიმართულებით ნავთობისა და ბუნებრივი აირის სატრანზიტო მიმართულებების განვითარებაზე.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)