|
2018-05-21 17:15:16, 1701 ნახვა
სამართალი
დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის მიმართ გაკეთებული განცხადების უარყოფას არ აპირებს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს პასუხობს, რომელმაც ღირსების და პატივის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება გვრიტიშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, დოლიძე 2008 წელს რუსეთის სასარგებლოდ ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას აგროვებდა. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას დღესაც ეთანხმება. მისივე თქმით, საქმეზე დეტალურად სარჩელის გაცნობის შემდეგ ისაუბრებს. „იქიდან გამომდინარე, რომ მე პატივს ვცემ ჩემს სტატუსს და ასევე, იმ ჩემს კოლეგას, რომელსაც ამ საქმის, მე ვიტყოდი, შოუს ელემენტებით საკმაოდ დატვირთული საქმის განხილვა მოუწევს, ისედაც, არაკომფორტული იქნება მისთვის, დოლიძის საზოგადოების პირობებში ამ საქმის განხილვა. ჩემი პოზიცია, როგორც მოპასუხის, სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარჩელი და გავეცნობი მის არგუმენტაციას. როგორც გაჟღერდა, მოთხოვნა არის იმ ცნობების უარყოფა, იმ ცნობების მოთხოვნის უარყოფას მე არ დავეთანხმები, აქვე გიცხადებთ, კიდევ ვამბობ, თავს შევიკავებ კონკრეტული არგუმენტაციის წარმოდგენისგან“, - განაცხადა გვრიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივლა. დოლიძე გვრიტიშვილს ღირსების შელახვასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)