12:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 17:58:53, 848 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რეპუბლიკაში გრძელდება

16-18 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

საქართველოს დელეგაციის სტუმრად ყოფნის დღეებში ასტანაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც ოფიციალური პირების და მიწვეული სტუმრების წინაშე ჯგუფი „ინსაითი" და ნინო ქათამაძე წარსდგნე17 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ,  ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გახსნა და იგი გლობალურ განვითარებას, ციფრულ ეკონომიკას, თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებს ეხებოდა.

ზურაბ პატარაძემ არაერთი შეხვედრა გამართა ყაზახეთის რეპუბლიკის სამთავრობო და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბაჰიტჟან საგინტაევთან, ქალაქ ასტანის აკიმთან (მერი) ასეკ ისეკეშევთან და ყაზახური კომპანიის „ყაზმუნაი გაზის" მმართველი საბჭოს ხელმძღვანელებთან.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის წარმატებულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით. ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ორი ქვეყნის ჩართულობას, ამ მხრივ აღინიშნა აბრეშუმის გზის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიური მონაწილეობა, სარკინიგზო სატრანზიტო პროექტების მიმართ ასტანას მზარდ დაინტერესებას.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics