|
2018-05-18 15:25:02, 1714 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესზე საგარანტიო ფონდებს ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება. „საგარანტიო სქემის ამოქმედებაზე ძალიან შინაარსობრივი მსჯელობა გვქონდა და ინფორმაციაც მივაწოდეთ მოსახლეობას. მცირე და საშუალო ბიზნესზე ამას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ფინანსებთან წვდომაზე მნიშვნელოვანი ბარიერები აქვს. აღნიშნული სქემა ემსახურება ამ ბარიერების მოხსნას და იმის მიცემის საშუალებას, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით, მცირე და საშუალო მეწარმეებს მივაწოდოთ უფრო იაფიანი და შეღავათიანი სესხები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)