|
2018-05-18 12:27:42, 1640 ნახვა
სამართალი
პირი, რომელიც ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა, დაკავებული არ არის
პირი, რომელიც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა, დაკავებული არ არის. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული არასრულწლოვანი აღმოჩნდა, ამიტომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მისი დაკავება არ მომხდარა. თუმცა, როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ეს არ ნიშნავს, რომ თავდამსხმელი პასუხისგებაში არ მიეცემა. „გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, რომ იგი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას, მოქალაქემ ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაქცევა სცადა. იგი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. რაც შეეხება დაშავებულს, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)