|
2018-05-17 21:31:02, 1701 ნახვა
სამართალი
ლგბტ აქტივისტზე თავდამსხმელი ძალადობის მუხლით არის დაკავებული - მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პირი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ლგბტ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სსკ-ის 126 მუხლით არის დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებლად მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა და საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული. „აქციამ შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი - ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული პირი, რომელიც გახლავთ 22 წლის, უკვე დაკავებულია. თავისთავად ცხადია, გამოძიება დაწყებულია, სისხლის სამართლის წესით არის იგი დაკავებული, ძალადობის მუხლით. თავისთავად ცხადია, გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მის მიერ ჩადენილ დანაშაულში. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება გაეწია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და თავისთავად ცხადია, დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამჟამად მიმდინარეობს ამ პიროვნებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და იდენტიფიცირება და უფრო მეტ მონაცემებს მოგაწვდით ცოტა მოგვიანებით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)