|
2018-05-16 18:34:13, 1985 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვედა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ავსტრიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკაში, ვაჭრობაში, ინოვაციებში, პროფესიულ განათლებაში და სხვ. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც B2B ფორმატით ჩატარდა. ფორუმს 26 მსხვილი ავსტრიული და 100-ზე მეტი ქართული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო- ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვ. თავის მხრივ, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი ავსტრიაში ბიზნეს ფორუმის ჩასატარებლად მიიწვია. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)