|
2018-05-15 20:50:42, 1668 ნახვა
კომენტარი
წიქარიშვილი: შს მინისტრის ბოდიში ჰიპოთეტურია - დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრით კმაყოფილი არ არის. როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საუბარი 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხო. წიქარიშვილი მის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ის უკანანოდ დააკავეს. "იყო საუბარი კლუბში სპეცოპერაციის ჩატარების საფუძვლიანობაზე. უფრო მეტი კითხვა მქონდა გარე პერიმეტრზე განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. მეც ვიყავი დაკავებული, თუმცა მიმაჩნია, რომ სრულიად უკანონოდ. ეს ადამიანები არ აღირებენ იმას, რომ იქ კლუბებში რამე დაარღვიეს. ეს ბოდიში მხოლოდ ჰიპოტეტურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ მათ ჩაიდინეს დარღვევები. კლუბებში სპეცრაზმის შეყვანის აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა შსს განსხვავებულად თვლის. ველოდები ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრას - ჩემთვის ეს პრინციპული საკითხია. დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ. ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში ", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)