13:21 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 17:05:30, 1453 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ყველა ნარკოტიკი დაკავშირებულია ფატალურ საფრთხეებთან - მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია

„ჩემს წარმოდგენაში უკლებლივ ყველა ნარკოტიკი ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ცალსახად შეთანხმებულია, რომ მომხმარებელზე სისხლის სამართლებრივი დევნა პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს.

„ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე - აუცილებლად. ეს ეხება ყველა ნარკოტიკულ საშუალებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics