|
2018-05-15 16:59:31, 1251 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტრირებული დასჯაზე, პირიქით უნდა დავიცვათ ეს ადამიანები ნარკოტიკებისგან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნარკოლიბერალიზაციის თაობაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული. „ნარკოპოლიტიკა რომ შესაცვლელია, მე მგონი, ყველა ვთანხმდებით ამაზე. თუ როგორ და რა ფორმით იქნება ეს, როგორ წარიმართება პროცესი, ამას დრო გვაჩვენებს. გუნდში გვექნება მსჯელობა. პარლამენტის დეპუტატებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ მივაღწევთ რაღაც შეთანხმებას. თუ რა შეთანხმება იქნება, ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ. ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტრირებული დასჯაზე, პირიქით უნდა დავიცვათ ეს ადამიანები ნარკოტიკებისგან“, - განაცახდა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)