|
2018-05-15 15:54:50, 1369 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: საჭიროა კლუბების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა, რომ პოლიციას დაწესებულებებში შესვლა არ დასჭირდეს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავმა სისტემამ კარგად იმუშავა. წულუკიანი მიიჩნევს, რომ კლუბების ხელმღვანელებთან თანამშრომლობა მსგავსი ფაქტების პრევენციას შეუწყობს ხელს. "ფორმასთან დაკავშირებით ვერ დავინახე ვერანაირი პრობლემა, რადგან არ ყოფილა არცერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი, ვინც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას; და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, პროკურატურაში არ იყო არცერთი საჩივარი შესული ფიზიკურ ზიანთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა მაქსიმალურად ფრთხილად. იქ იყო დისკომფორტის ძალიან სერიოზული შემთხვევები და იყო ამ დისკომფორტზე მწვავე, სრულიად ბუნებრივი რეაქცია, მაგრამ ის, რომ პოლიცია არ უნდა შევიდეს სადღაც, იმიტომ რომ გართობის ადგილია, ამას მე არ ვიზიარებ. უბრალოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა და აქ თავად კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა. აი, ეს არის ჩემი გადასახედიდან ძალიან მარტივი, თუკი გვექნება თანამშრომლობა თვითონ დაწესებულებების, რათა ერთად დავიცვათ ახალგაზრდები, და სახელმწიფოს არ მოუწიოს ახალგაზრდის დაცვა ამ მეთოდით. ამიტომაც მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, რომ იმ ღამეს ჩვენ არ დაგვჭირდა და მომავალშიც ღმერთმა დაგვიფაროს ოჯახებში მიცვალებულების მისვენება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)