|
2018-05-15 15:21:58, 1386 ნახვა
კომენტარი
რაინჰოლდ მესნერი: დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის
„დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა სვანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც „კავკასიის მთის ცენტრისთვის" შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მთაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ, მიეცეთ შესაძლებლობა კვლავაც საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დარჩნენ. „ასევე აუცილებელია ტურიზმის განვითარება, რათა ამ ხალხს სოფლის მეურნეობასთან ერთად შემოსავლის დამატებითი წყარო მიეცეს. ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები დარჩნენ მთაში, ხოლო, თავის მხრივ, ტურიზმი ავითარებს ცხოვრებისთვის საჭირო ეკონომიკურ პირობებს. ჰიდროსადგურები (ჰიდროენერგია) ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვიყენებთ ელექტროენერგიას და დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროა, რაც გვაქვს. ეს ჩემი პირადი, პოლიტიკური შეხედულებაა. ნავთობი და ბენზინი 20-30 წელიწადში წარმოუდგენლად ძვირი იქნება და თუ ჩვენ ჰიდროენერგიას არ გამოვიყენებთ, როგორ შევძლებთ გადარჩენას თანამედროვე მსოფლიოსა და ეკონომიკაში?!", - განაცხადა იტალიელმა მთასვლელმა. ლეგენდარულმა იტალიელმა მთამსვლელმა საქართველოში, კერძოდ, მესტიაში მსოფლიოში „კავკასიის მთის ცენტრის" შექმნის გადაწყვეტილება გასულ წელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამჯერად ის სვანეთში „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. „კავკასიის მთის ცენტრი", რომელიც სვანეთში აშენდება, მესნერის მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)