|
2018-05-15 15:00:26, 1601 ნახვა
სამართალი
საქართველოში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდი ბრიტანეთი), “TCG GEMLIK” (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”RS REGELE FERDINANT” (რუმინეთი). შსს-ს ინფორმაციით, ნატოს მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს. ფოთის პორტში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ბულგარეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელი და ხომალდების მეთაურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზას ესტუმრნენ. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის პორტის ნავმისადგომში 18 მაისამდე დარჩებიან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შედის. მისი ერთ-ერთი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის დემონსტრირება და პარტნიორ სახელმწიფოებთან საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შენაერთები ალიანსის სიმტკიცის და სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენენ და ამავდროულად, საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი აქტივობებით ხელს უწყობენ პარტნიორ სახელმწიფოებსა და ნატოს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას. ნატოს დღის წესრიგში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვარშავის სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ალიანსმა შავ ზღვაზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დინამიურად ვითარდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში 2014 წლიდან, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. დაგეგმილია ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ჩართვა, რათა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
(NS)
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)