|
2018-05-15 10:48:56, 1738 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ჯამშიდ ა. ხოდჟაევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებისა და ვაზის ჯიშების გამოყვანაში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს. ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში აგრარული დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჯამშიდ ა. ხოდჟაევმა აღნიშნა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)