16:52 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 12:51:24, 610 ნახვა

რეგიონი
მარნეულში სამელიორაციო პროექტები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი, მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

აღდგენითი სამუშაოები უტარდება ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებულ მაგისტრალურ არხს, რომლის ძირი და ფერდები ეწყობა ბეტონით, რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა და კეთდება გაბიონები. ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 4,075 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.

არჩილ ბუკია ადგილზე გაეცნო ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის აღდგენით სამუშაოებს, სადაც მაგისტრალური არხის დაზიანებულ უბნებს რეაბილიტაცია უტარდება - ივსება ბზარები, მონტაჟდება ახალი ფილები, ეწყობა ბორდიურები. ასევე, მიმდინარეობს მაგისტრალური არხის დანალექისგან გაწმენდის სამუშაოები. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 3,835 მიწის ფართობზე გაუმჯობესდება მორწყვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში  არსებულ აღმაშენებლის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხზე; რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა, იწმინდება და რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ არხს. აღმაშენებლის სარწყავი სისტემის მწყობრში მოყვანა 1,886 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics