|
2018-05-14 11:46:03, 1504 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით
„მე არ ვდუმვარ, პირველივე წუთებიდან, რაც დაიწყო აქცია, ჩემი წარმომადგენლები, ფაქტიურად 24-სათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, საზოგადოებამ დაინახა როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და უამრავი შეცდომა. „ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო ამ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ რომ რამდენიმე საათში მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ზენიტამდე, დღემდე კითხვის ნიშნად რჩება და ამას სჭირდება პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ მისვლა იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. ჩვენი მიზანი იყო და რჩება ის, რომ შევინარჩუნოთ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული როგორც ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა იმ სამართალდამცველებს, რომლებიც აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავდნენ. „გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა ვუთხრა იმ პატრულის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და ასრულებდნენ თავის მისიას, არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 12-13 მაისს, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდა. ისინი პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას, ასევე სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოციალურ ქსელში 9 მაისის მემორიალზე ცეკვის კადრები გავრცელდა. აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც, მათ კონტრაქციები გამართეს. ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მემორიალთან მისვლას, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ, რათა საპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. პოლიციასთან დაპირისპირების დროს კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. გარდა ამისა, დაშავდა ერთი სამართალდამცველი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობასთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებთან შეთნახმებას მიაღწია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა. მოგვიანებით, ტერიტორია კონტრაქციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)